воскресенье, 19 июня 2016 г.

ტრენინგის მე-9 დღე

დასრულდა ტრენინგი.ბლოგზე ავტვირთეთ  ჩვენი ნამუშევრები.ყოველი მომდევნო დღე იყო მრავალფეროვანი.მადლობას ვუხდი ქალბატონ ეკას ასეთი საინტერესო  და სიღრმისეული ცოდნის მოცემისათვის. სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა.

ისტორიული წარსული ,,ნოქალაქევი''

суббота, 18 июня 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

დღეს განვიხილეთ  მოდული 6.შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი,რაც დამეხმარა იმაში,რომ განმესაზღვრა რამდენად კარგი სტრატეგია მაქვს არჩეული.გავწერეთ სასწავლო პროცედურები  და ვისაუბრეთ სასწავლო რესურსებზე,თუ რა ტექნიკური რესურსი მჭირდება პროექტის განსახორციელებლად.

воскресенье, 5 июня 2016 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ვისაუბრეთ პროექტის  შეფასების რუბრიკებზე.გეგმაში გავწერეთ თუ როგორ გავითვალისწინებ მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს და შევავსეთ დიფერენცირებული სწავლება.ასევე შევქმენით საავტორო უფლებების ფაილი დეტალურად გავარჩიოთ სასწავლო პროცედურები.

суббота, 4 июня 2016 г.

ტრენინგის მე-6 დღე

დრეს განვიხილეთ მოდული4.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა.შევქმენიტ პრეზენტაცია და განვათავსე ჩემ საქაღალდეში.შემდეგ ჩამოვაყალიბეთ მოსწავლის ნაშრომის   შეფასების რუბრიკა  და განვიხილეთ მისი  თითოეული პუნქტი.

воскресенье, 29 мая 2016 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს ვნახეთ  უკუკავშირის  საჩვენებელი  ფორმა.გავარჩიეთ  უკუკავშირის მიცემის  რჩევები და მეთოდები. ჩვენს მიერ შექმნილი პრეზენტაცია ავტვირთეთ ბლოგზე და დრაივში.შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები.

ისტორიული წარსული- ,,ნოქალაქევი''

суббота, 28 мая 2016 г.

ტრენინგის მე-4 დღე

გგავეცანით  შეფასების  სხვადასხვა მეთოდებს.გეგმაში  გავწერეთ  შეფასების  დროის  ჩარჩო.განვიხილეთ მოსწავლეთა საჭიროებები  ჩეკლისტი.ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს მოსწავლეთა პროგრესის შეფასებაზე.დავათვალიერეთ პროექტის პრეზენტაციები  და შევქმენით ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.

воскресенье, 15 мая 2016 г.

ტრენინგის მესამე დღე

მოდული ორის მიხედვით ვისაუბრეთ საგნობრივ  სტანდარტებზე  და ინდიკატორებზე,გადმოვწერეთ ინტერნეტიდან  და მივუსადაგეთ პროექტის თემას სტანდარტი  და ინდიკატორი.დეტალურად გავარჩიეთ   მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები  და ჩამოვაყალიბეთ ზოგადი,თემტური და შინაარსობრივი კითხვები.შემდეგ გავაცანი კოლეგებს  და გავითვალისწინე მათი  რეკომენდაციები.

суббота, 14 мая 2016 г.

ტრენინგის მე-2 დღე

ტრენინგის მეორე დღეს ვისაუბრეთ პუბლიკაციის დანიშნულებაზე სასწავლო პროცესში. ავირჩიეთ თემები,  ინტერნეტიდან გადმოვტვირთეთ სურათები თემის შესაბამისად და შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტი.დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.